გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ადამიანის უფლებების ნაწილში

ნახვები: 559 ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ადამიანის უფლებების ნაწილში

რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა, არის სისხლის სამართლებრივი, ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული, ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, ადამიანის უფლებების ნაწილში.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, შეიძლება ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას, პირველ რიგში, კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება სანქციებს, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა არის სისხლის სამართლებრივი. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, ადამიანის უფლებების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა