ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - თურნავას ბრძანება ხალხისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა

ნახვები: 527 იაგო ხვიჩია - თურნავას ბრძანება ხალხისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა

თურნავას ბრძანება ხალხისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა. მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ? - თუ გვინდა აქციებით რაიმე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, რა გვინდა შეიცვალოს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის აზრით, სანქციები უნდა აღსრულდეს თუ არა, ეს უნდა განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ.

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავს იზღვევს, რომ მათი ლიდერების დასანქცირების შემთხვევაში გადაწყვეტილება არ აღსრულდეს და ნაცვლად იმისა, პარტნიორების სანქციები შესრულდეს, ის ჯერ განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ ანუ წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის აზრით, სანქციები უნდა აღსრულდეს თუ არა, ეს უნდა განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ სხვებსაც დაასანქცირებენ და გუნდის შიგნით ბზარის არგაჩენის მიზნით, ერთმანეთს ამშვიდებენ - აგერ, გვყავს სანქცირებული მოსამართლე, რომელიც სანქციებს არ აღასრულებს.

მე ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ასეთ საკითხებს ოპტიმიზმით ვუყურებ. ეს ყველაზე მეტად ეხმარება ქართველ ხალხს აზრზე მოსვლაში, იმ ხალხს, რომელმაც ჯერაც არ იცოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და საით მივდიოდით, ამ ხალხისთვის გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა, მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ სხვა ოპოზიციასაც მათ შორის, რომელსაც ასევე სჭირდება გამოფხიზლება და რამეზე ლაპარაკის დაწყება?!“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია აქციების თაობაზე „ლელოს“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ აქციას „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს, არამედ იმის გამო, რომ არ იცი ხალხი აქციაზე რის გამო მიგყავს და ეს მოთხოვნა არ გაქვს ფორმირებული.

„არ იცი, რა გინდა. თუ გვინდა აქციებით რაიმე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, რა გვინდა შეიცვალოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა