ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ანა წითლიძე ვახტანგ გომელაურს - შემთხვევით, თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, ბატონო მინისტრო?

22.09.2023 ნახვები: 541

ამხელა შს მინისტრი რომ ხართ კაცი, ამხელა სამინისტრო გაბარიათ და „ოროსანი“ დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუას და ალუდა ღუდუშაურის დასაცავი ხართ, თქვენ ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მან ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ შოვის ტრაგედიასა და ადამიანების უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხებით რომ არ მოხვიდოდით, ეს ძალიან კარგად ვიცით. თქვენ პირველივე დღეებში ასეთი განცხადება გააკეთეთ: გამოსაძიებელი არც არაფერი არისო და ამით ფაქტობრივად, პასუხი გაეცით კითხვებს. თქვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ თქვენ კიდევ ბევრ რამეში ხართ დამნაშავე, ბატონო მინისტრო“, - განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძემ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა აშშ-ის მიერ სანქცირებულ, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, თუ როგორ დაინიშნა თანამდებობაზე და ხომ არ არის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თანამონაწილე.

„რა შოვის ტრაგედიაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ ან რა კონკრეტული პასუხები უნდა გქონდეთ, სუს-ის უფროსი იყავით 2015-2019 წლებში. რას შვრებოდით, ხელფასს რაში იღებდით? როდესაც სუს-ის აგენტი ფარცხალაძე ამ ქვეყანაში მილიონებს შოულობდა და რუსების ინტერესებს აძლიერებდა. შემთხვევით, თქვენ მისი თანამონაწილე ხომ არ ხართ? შემთხვევით, თქვენც მილიონები ხომ არ გაქვთ ნაშოვნი? შემთხვევით, თქვენ შს მინისტრი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გახდით, ივანიშვილის დაცვის წევრი რომ იყავით? შემთხვევით, თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, ბატონო მინისტრო? თქვენ ხართ მინისტრი, რომელმაც მილიონები იშოვეთ იმ ღირსეული პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც თვიდან თვემდე სესხებით ცხოვრობენ. იმ პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც ემიგრაციაში გაიქცნენ და თავს აფარებენ სხვა ქვეყანას გაუსაძლისი პირობების გამო, ამის გამო გახდით მილიონერი. ამიტომაც, შოვის ტრაგედიაზე, ძმებ წულუკიძეებზეც და რუსეთის ჯაშუშობაზეც თქვენ პასუხისმგებლობა ახლა რომ გიცავენ მათთან ერთად, აუცილებლად მოგიწევთ“, - მიმართა წითლიძემ გომელაურს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა