ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - ეროვნულ ბანკში არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო - რაც შეეხება ფარცხალაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია

ნახვები: 527 იაგო ხვიჩია - ეროვნულ ბანკში არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო - რაც შეეხება ფარცხალაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია

სებ- ში არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო - პრეზიდენტს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომლებიც გადახტომა-გადმოხტომას არ მოაწყობდნენ „ქოცთა“ ბანაკში - რაც შეეხება ფარცხალაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტისა და ეროვნულ ბანკში კანდიდატების წარდგენის საკითხებზე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მისთვის გასაგები არ არის. რაც შეეხება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტას, ხვიჩიასთვის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები გასაგებია და იმაში მდგომარეობს, რომ სანქციები იმის მიუხედავად უნდა აღსრულდეს, არის თუ არა პირი საქართველოს მოქალაქე.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია. პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი და მე ვერ გავაკრიტიკებ მას პოლიტიკური მოტივის გამო. მოტივი ისაა, რომ სანამ თქვენ, საქართველოს ხელისუფლება, ცდილობთ, რომ ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, სანქციები არ აღასრულოთ იმის შიშით, რომ მომავალში თქვენზე შეიძლება გავრცელდეს და არ გინდათ, იგივე რეგულირების ქვეშ იყოთ, მე [პრეზიდენტი] ამას არ გაგიტარებთ და თუ აღსრულებაა, მაშინაც უნდა აღსრულდეს, როცა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.

სამართლებრივად მე ბევრი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ამ ხალხს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი პოლიტიკოსია და მას გარკვეულ შემთხვევებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევალება. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების მეორე ნაწილს, ის ჩემთვის გასაგები არ არის, რადგან ცხადი იყო თავისთავად, რომ ასეთი ტიპის კანდიდატების წარდგენით და მერე „ქოცების“ მიერ მისი დამტკიცებით, პრეზიდენტს არაფერი მოუგია. თუ მოტივაცია არის, რომ გამოვავლინოთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო. მას უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელზეც უშუალოდ აგებდა პასუხს და რომლებიც გადახტომა-გადმოხტომას არ მოაწყობდა „ქოცთა“ ბანაკში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა