ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს

ნახვები: 528 მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს

მგონი, პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს და მისი განცხადებები სულ უფრო ნაკლებად სანდო ხდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, ამაზე პასუხს იძლევა კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

„იმას, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, რომ ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და საზოგადოება დაერწმუნებინა არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც იმხანად, როცა ხმამაღალი განცხადებები აკეთა, დაპირდა საზოგადოებას, რომ რაწამს წარედგინებოდა დასკვნა მოქალაქეობის შეწყვეტაზე, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ამ განცხადებით პრეზიდენტი ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნებოდა მიღებული. როცა საპირისპიროში დარწმუნდა მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეთ დროს უხერხულობა შეიქმნა და ახალი გამოსავლის მოძებნა მოუწია პრეზიდენტს.

შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენ მივყვებით იმას, რაც არის სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას ამ საკითხის ირგვლივ,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა