კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ფარცხალაძემ რა დაურეკა და რით დაემუქრა ერთ ღამეში, რომ შეცვალეს მესიჯბოქსი - ხიდაშელი

ნახვები: 546 ფარცხალაძემ რა დაურეკა და რით დაემუქრა ერთ ღამეში, რომ შეცვალეს მესიჯბოქსი - ხიდაშელი

რატომ შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მეისჯბოქსი - თინა ხიდაშელს ამის ახსნის ერთი ვერსია აქვს.

რასაც ხიდაშელი ეჭვობს, არის ის, რომ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების პირველ პირებს ყოფილი გენერალური პროკურორი დაემუქრა და სწორედ ამის გამო გააქტიურდნენ დეპუტატები მის დასაცავად. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ფარცხალაძეს "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.

"პირველ დღეს ამბობდნენ, რომ ვინ არის ეგ კაცი, საერთოდ 10 წელია არ გამოჩენილაო. მეორე დღეს უცებ ყველას ახსოვს, მათი მეგობარია, საქართველოს მოქალაქეა. თურმე დაცვის განსაკუთრებული ზომები უნდა გამოვიყენოთ, რომ უცებ თმის ღერი არ ჩამოუვარდეს.

ყველას გაგვიჩნდა კითხვა, რომ რა დაურეკა ამისთანა და რითი დაემუქრა ერთ ღამეში, რომ ამ ერთ ღამეში სრული ტრანსფორმაცია მოხდა იმ მესიჯბოქსის, რომელიც წინა საღამოს ჰქონდათ.
"ქართული ოცნების" უმრავლესობისთვის, ვისაც პირადად დასანქცირება არ ემუქრებათ, უთხრეს, რომ მთავარია ეგ კაცი არ ალაპარაკდეს, თორემ თავზე დაგვემხობა ყველაფერი," - ამბობს ხიდაშელი.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა