ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ვიზიტები დამაზიანებელია

ნახვები: 531 შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ვიზიტები დამაზიანებელია

ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის იმ ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული, ერთადერთი შედეგი ჰქონდა - ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციების დაწესება რუსეთთან ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს.

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ - პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამ საკითხზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო და ბოლო პერიოდში პარტნიორების მხრიდან ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ძალიან ცუდია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის იმ ვიზიტმა, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული, ისაა, რომ ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ - ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ. მიზეზი, რის გამოც საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, ეს არაერთხელ ავხსენით. სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნის. ამიტომ ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ და ამავე დროს უარს გვეუბნებიან, რომ მოგვცენ უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები, რა თქმა უნდა, ესკალაციისკენ გვიბიძგებენ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა. ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, ამერიკიდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა