ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად რეგიონში

ნახვები: 541 ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად რეგიონში

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეკანოიძის თქმით, „რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას“და ამის ნაწილია ფრენების აღდგენა და ლავროვის მხილებაც, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები და პრეზიდენტის იმპიჩმენტიც.

„ლავროვმა ამხილა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში. მე 23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც ღიად ვკითხე ხელისუფლებას და ვუთხარი საზოგადოებას, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც პასუხი ხელისუფლებისგან მაშინ ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში. როცა ევროკავშირი განიხილავს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, ამ დროს ლავროვი ამხელს ხელისუფლებას, ვფიქრობ ეს მხილება გაგრძელდება. პრაქტიკულად, არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო კურსის ცვლილება ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა