Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული - პრემიერი ჩარტერზე

28.09.2023 ნახვები: 525

მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა - მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მან საკუთარ ოჯახს აშშ-ში კერძო მიზნებისთვის ფრენის ხარჯები მიზანმიმართულად გადაახდევინა, რადგან წინა ხელისუფლებასთან ამ ხელისუფლების განსხვავება ეჩვენებინა.

„მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წერების მგზავრობაში. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ ბიუჯეტს არასოდეს ვიყენებთ როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გამეფებული, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა. მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. მეუხერხულება საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მისი შემოსავლები გამჭვირვალეა და დეკლარაციაშიც არის ასახული.

„ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას, დაელოდეთ მომავალ დეკლარაციას. არაფერი დაფარული არ მაქვს. იცით, რომ, წლების განმავლობაში, ოპოზიცია ამბობდა, სააკაშვილი გასამართლებული იყო რაღაც მოგონილი პიჯაკების საქმეზეო. ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულება, რაც ამ საქმეში დევს, არის მათ შორის თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები, პირადი ვიზიტები, რომელიც დაფინანსებული იყო ბიუჯეტიდან. ახლა მთავარი თემა და სკანდალი რაც გამოვლინდა, არის ის, რომ ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობას და დროსტარებას. 14 მლნ ლარი არის გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან არამიზნობრივად, პირადი ვოიაჟებისთვის. რა ესაქმებოდა სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში? ის იყო საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტი. ამას გარდა, 2 თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს. ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემ ირგვლივ თუ რაიმე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, არაფერი მაქვს არავისთან დასამალი. არავის გაგხსენებიათ, გამოგეძიებინათ საიდან გამდიდრდა ყველაზე სააკაშვილის მთავრობის ყველაზე გაჭირვებული წევრი, კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილის კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს. ადამიანმა, რომელმაც გაძარცვა ჯარი, ახლა ევროპის პენსიონერები გაძარცვა. მილიარდ დოლარზე მეტია მოპარული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა