ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

ნახვები: 588 საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას? 

10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" დავით უსუფაშვილმა მოყვა. 

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უფლება-მოსილების გადანაწილების გამო სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ საქმეში პოლიტკიდან "წასული" ოლიგარქი ჩაერთო. 

"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერი და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი "რეაქციას" შეხვედრის დეტალებს უმხელს - უსუფაშვილის თქმით, შუშის სასახლეში 2013 წლის ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრას 4 ადამიანი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადარჩეული პრემიერი ღარიბაშვილი და პარლემნის თავმჯდომარე, ანუ დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ. 

ირკვევა, რომ დაპირისპირების მთავარი მიზეზი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი იყო, უსუფაშვილის თქმით, "მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად ესმით საკუთარი როლები ახალ პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ პრეზიდენტ მარგველაშვილს". 

10 წლის შემდეგ, გაირკვა ისიც, რომ მას შემდეგ რაც, მხარეებმა (მარგველაშვილი-ღარიბაშვილი) შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საქმეში ისევ ივანიშვილი ჩაერთო და "ორი მეგობარი" (მარგველაშვილი-ივანიშვილი) ცალკე გავიდა. იქიდან გამოსულმა მარგველაშვილმა კი თქვა, რომ გადადგომას აპირებდა. 

"შეუთანხმებლობის პროცესში - რაღაც პერიოდი ორნი - მარგველაშვილი და ივანიშვილი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ცალკე გავიდნენ. იქიდან გამოსულებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ... მარგველაშვილმა (თქვა) არ მიღირს მე პრეზიდენტობა. არ არის ეს სკამი ის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდაო, თუ სხვანაირად გესმით, კი ბატონო, ამ დღიდან დაიწყო ის, რომელზეც ჩემზე გაავრცელეს, რომ მე დავდიოდი თითქოს მარგველაშვილის დასარწმუნებლად რომ გადადექიო. ბევრს დავდიოდი, რომ ეს არ ქნა," - ამბობს უსუფაშვილი.

დღევანდელი "რეაქციიდან" გაირკვა ისიც, რომ  მაშინ მარგველაშვილის გადადგომა წინა საახალწლო დღეების გამო ვერ მოხდა. 

"ყველას ესმოდა, რომ ცუდი იყო, ამით მიელოცათ ხალხისთვის ახალი წელი. ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადებამ ერთი კვირით გადაიწია. მაშინ გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც რაღაცები შესაძლებელი გახდა"- აღნიშნა "ლელოს" ლიდერმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა