ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სახალხო დამცველი - თუ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს, რომ „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარვადგინოთ, განცხადებას განვიხილავთ

ნახვები: 537 სახალხო დამცველი - თუ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს, რომ „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარვადგინოთ, განცხადებას განვიხილავთ

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს სასამართლოში იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების“ წარსადგენად მიმართავს, ისინი ამ განცხადებას განიხილავენ.

ამის შესახებ ომბუდსმენმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის 2022 წლის ანგარიშის წარადგენს.

„იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. თუ ამ პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს, რომ სახალხო დამცველმა სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინოს, რასაც ჩვენ, ზოგადად, საერთო სასამართლოების კონტექსტში ვაკეთებთ, განვიხილავთ ამ განცხადებას. განვიხილავთ არის თუ არა კავშირში ის კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თუ ამ კავშირს დავინახავთ, რა თქმა უნდა, მოსაზრებას წარვადგენთ. თუ ამ კავშირს ვერ დავინახავთ, ასეთი მოსაზრება წარდგენილი არ იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა