გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება აღსანიშნავიც კია, მეეჭვება, იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ

ნახვები: 563 იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება აღსანიშნავიც კია, მეეჭვება, იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ ისეთი წარმომადგენლობითი დელეგაციითაა ჩასული, რომ მგონია, შესაძლოა, სასამართლოზე ზეწოლადაც კი შეფასდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წინ აღუდგება ხელისუფლების ნებას.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება რაღაცნაირად აღსანიშნავიც კია, შესაბამისად, მეეჭვება, რომ ისინი იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ. დიდი მოლოდინი არ მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ წინ აღუდგებიან ხელისუფლების ნებას, ხოლო რაც შეეხება მართებულობას, ბატონმა ბორელმა პირდაპირ უთხრა „ქართულ ოცნებას“, ყველაზე ცუდი დრო შეარჩიეთ ამისთვისო. ისინი ამის მერეც აგრძელებენ იმავეს. რაც შეეხება, პარლამენტში რა მოხდება, მიაღწევენ თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტს „ქოცები“, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გადაიხდიან. მაგალითად, მათ თუ დახარჯეს იმპიჩმენტზე იმის ნახევარი ფული მაინც, რაც პრეზიდენტის არჩევაზე დახარჯეს, რა თქმა უნდა, რიგი დადგება ჩემი კოლეგების, ვინ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს. ასეთი კანდიდატი ბევრია და ვფიქრობ, ჩემს კოლეგებში ნაწყენიც კი დარჩებიან, რომ არ შეხვდეთ შესაბამისი წილი და ისე მოხდეს პრეზიდენტის გადაყენება, მათ გარეშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა