18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

თამარ ჩუგოშვილი - მოვითხოვ, წარმოადგინონ მტკიცებულებები, როცა ამტკიცებენ, რომ ევროპულ შეხვედრებზე იყო მოლაპარაკებები ან ისეთი ქმედება, რითაც პრეზიდენტი შეიჭრა მთავრობის საქმიანობაში

04.10.2023 ნახვები: 520

მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები - როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ [ევროპულ შეხვედრებზე] იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი შეიჭრა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო , - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ვიზიტებზე თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი უარს იღებდა, სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ეს საგარეო ურთიერთობებიდან მის იზოლირებას ემსახურებოდა.

„დადგენილი პრაქტიკა იყო და როდესაც სისტემატური თანხმობის შემდეგ, უცებ უარს შეეჯახა, ჩათვალა, რომ ეს ემსახურებოდა მის იზოლირებას საგარეო ურთიერთობებიდან, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ქვეყნისთვის. ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიღონ, რას ამბობენ - ისინი პრეზიდენტის როლს ცალსახად პოზიტიურად აფასებენ. მან ჩათვალა, მის შეხვედრებზე უარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩამოშორდეს საგარეო ურთიერთობებს და ამან შეიძლება დააზიანოს ის დიდი მიზანი, სადაც ერთად ვართ. პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მთავრობა კარგად ახერხებს თუ არა თავისი უფლებამოსილების განხორციელების, საჯაროდ აქვს ნათქვამი.

პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს ესაუბროს ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა წევრი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს ყველა უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ესაუბროს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად უნდა დადიოდნენ, უნდა მოიარონ ყველა წევრი ქვეყანა. მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტი. როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში შეიჭრა, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი და ჩვენს მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა