18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შანსი ნულია, რომ იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს

05.10.2023 ნახვები: 522

კენჭისყრაზე თუ არ ვართ, [როგორ] შეგვიძლია ხმა მივცეთ? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა - ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი განცხადებების მიუხედავად, მაინც აპირებენ, ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს“.

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი "ფარსია და ფიასკოთი დამთავრდება".

„ბიძინამ შოუ დადგა. ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი. ამას გვაყურებინებს ორი-სამი დღეა. კითხვას გისვამთ, საქართველოს მოქალაქე და მისი ინტერესი სად არის ამ პროცესში? სად არის საქართველოს და ევროინტეგრაციის ინტერესი? არც ერთი ამ სამიდან არ არის. სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება. თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ. ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმ თავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას",- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა