კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თეონა აქუბარდია - ჩვენი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო სუსტდება და ამ მოცემულობაში მეუბნებით, რომ სკამის მიტანის უფლება არ მაქვს საგარეო უწყებასთან - დამიჭერთ და დამაჯარიმებთ? ყოჩაღ მაშინ!

ნახვები: 567 თეონა აქუბარდია - ჩვენი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო სუსტდება და ამ მოცემულობაში მეუბნებით, რომ სკამის მიტანის უფლება არ მაქვს საგარეო უწყებასთან - დამიჭერთ და დამაჯარიმებთ? ყოჩაღ მაშინ!

დღეს პარლამენტში რაღაც სისულელეზე ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ თქვენ ძალაუფლება შეინარჩუნოთ და არც ერთი განცხადება ქართველ დეპუტატებს არ გაუკეთებიათ უკანონობაზე, რომელიც ხდება, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო სუსტდება, დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერი პრაგმატულ პოლიტიკას გიწონებთ და აკრიტიკებს პრეზიდენტს და ამ მოცემულობაში თქვენ მე მეუბნებით, რომ სკამის მიტანის უფლება არ მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - დამიჭერთ 2 კვირით და 5 ლარით კიდევ დამაჯარიმებთ? ეს არის ეს კანონი? ყოჩაღ მაშინ! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები მაშინ, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა მიაღწია ე.წ. შეთანხმებას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირება დაიწყოს, იმაზე მეტყველებს, რომ უმრავლესობა ხელისუფლების შენარჩუნების გარდა არაფერზე ფიქრობს.

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული მოქალაქე და დეპუტატი, ვინაიდან დღეს შევიტყვეთ, როგორც მე, ასევე საზოგადოებამ, რომ რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა მიაღწია ე.წ. შეთანხმებას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირება დაიწყოს და ამ მოცემულობაში მე მოვუწოდე ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აფხაზეთი საქართველოა და მოუწოდებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგზე, რამაც აქამდე მიიყვანა საქართველო, განცხადება მაინც გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მივიტანეთ გასაშლელი სკამი საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ - რკინის კონსტრუქციაა ნაჭრით. ახლა თქვენ მე როგორც ორგანიზატორს, ეს რკინის სკამი უნდა ჩამომართვათ (ჯანდაბას 20 ლარი ღირს), 5000 ლარი ჯარიმა უნდა დამაკისროთ და 2 კვირით ციხეში გამიშვათ? ამას მეუბნება ეს კანონი? იქნებ ახსნათ რასთან გვაქვს საქმე? დღეს პარლამენტში რაღაც სისულელეზე ვლაპარაკობთ, იმიტომ, რომ თქვენ ძალაუფლება შეინარჩუნოთ და არც ერთი განცხადება ქართველ დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ უკანონობაზე, რომელიც ხდება, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო სუსტდება, დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერი პრაგმატულ პოლიტიკას გიწონებთ და აკრიტიკებს პრეზიდენტს და ამ მოცემულობაში თქვენ მე მეუბნებით, რომ სკამის მიტანის უფლება არ მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - დამიჭერთ 2 კვირით და 5 ლარით კიდევ დამაჯარიმებთ? ეს არის ეს კანონი? ყოჩაღ მაშინ, თუ თქვენ ეს გინდათ! - მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობა საერთოდ არ გადარდებთ, მაშინ რაც გინდათ ის გიქნიათ და ხალხი რომ გამოვა არ გეწყინოთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა