ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დავით უსუფაშვილი - დამნაშავეთა ბანდა ზის და გვიყურებს, თუ როგორ ჩავუშალეთ გეგმები? - აფეთქება კარვებში უნდოდათ და რაკი კარვები აღარ იქნება, რაღა ეშველებათ?

ნახვები: 527 დავით უსუფაშვილი - დამნაშავეთა ბანდა ზის და გვიყურებს, თუ როგორ ჩავუშალეთ გეგმები? - აფეთქება კარვებში უნდოდათ და რაკი კარვები აღარ იქნება, რაღა ეშველებათ?

სუს-ი გვეუბნება, კონკრეტული ჯგუფები კონკრეტულ დროში აფეთქებებს, გადატრიალებისა და უბედურების მოწყობას აპირებენ, ხოლო ჩვენ ახლა პარლამენტში კარვებსა და ქოლგებზე ვმსჯელობთ - აპირებს თუ არა ვინმე ამ ხალხის დაჩქარებულად დაჭერას და ქვეყნის მოსალოდნელი ხიფათისგან დაჩქარებულად დახსნას?! - მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი პრობლემა მისი კონტექსტია. უსუფაშვილმა ხელისუფლებას “სერიოზულობის ნატამალის“ გამოჩენისკენ მოუწოდა.

“გვეუბნებიან, რომ საქართველოს მყისიერი საფრთხე მოადგა, რომელიც შესაძლოა ოქტომბერ-დეკემბერში დიდ უბედურებაში გადაიზარდოს. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური გვეუბნება, რომ მათ იდენტიფიცირებული ჰყავთ კონკრეტული ჯგუფები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათ იციან აღნიშნული ჯგუფების მზაკვრული გეგმა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იციან ამ გეგმის ისეთი დეტალებიც კი, თუ სად და როგორ აპირებენ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანას - მათ შორის ეს არის კარვების ქალაქი. აპირებენ ამ ქვეყნის დამხობას, გადატრიალებისა და უბედურების მოწყობას - ეს ყველაფერი იცის სუს-მა, იცის პოლიციამ, იცის უსაფრთხოების საბჭომ, იცის მთავრობამ და ამ ყველაფერს იმით ვუპირისპირდებით, რომ კანონში შეგვაქვს ცვლილება დემონსტრაციების დროს დროებითი კონსტრუქციების დადგმის შესახებ?!

მეგობრებო, კარგად დავუკვირდეთ რაზე ვლაპარაკობთ - თუ ეს ყველაფერი სუს-მა იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ს დანაშაული გახსნილი აქვს. სახელმწიფო გადატრიალება და ის უბედურება, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოყვანილი და რასაც კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ეფუძნება, არის დასრულებული დანაშაული, რადგან სახეზეა დანაშაულის მომზადების ყველა კომპონენტი - პირთა წრე, მათი დანაშაულებრივი გეგმა, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ და აი ასეთ ვითარებაში პარლამენტის ტრიბუნიდან იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, თუ რა იგულისხმება დროებით კონსტრუქციაში თუ სად არიან ეს დამნაშავეები? რატომ არ არიან ისინი დაჭერილი ან ძებნაში, რათა ეს ხალხი გავანეიტრალოთ?! წარმოდგენილი კანონით ხალხის ინტერესებს როგორ ვიცავთ? - ის დამნაშავეთა ბანდა ახლა ზის და გვიყურებს თუ როგორ ჩავუშალეთ გეგმები? - აფეთქება კარვებში უნდოდათ და რაკი კარვები აღარ იქნება, რაღა ეშველებათ? - ამ ტიპის მსჯელობებში სერიოზულობის ნატამალი ხომ უნდა იყოს!“, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა