ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე - ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ, არ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას

ნახვები: 524 პაატა მანჯგალაძე - ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ, არ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას

ვიღაცამ, თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ე.წ. ვაჭრობა შედგეს.

ამასთან, მისი თქმით, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საქმემ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლოს.

დეპუტატის თქმით, არსებობს მოსაზრება იმის, რომ პლენუმის 9 წევრიდან 6 წევრი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საქმეს „ხელს აუწევს“.

„ეს თემა არის სამარცხვინო. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, აქ ფინანსური ვაჭრობა ჩვეულებრივ პოლიტიკური კორუფციაა. ვიღაცამ თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს თავისი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისთვის სჭირდება ასეთ თემებზე საუბარი, ის არის პოლიტიკური ღამურას მდგომარეობაში, „ქოცები“ არ ენდობიან, არსებული ოპოზიცია არ ენდობა და რა უნდა გააკეთოს? ერთიც და მეორეც უნდა გალანძღოს, მესამე ნიშანი რომ გამოკვეთოს. ეს სჭირდება პოლიტიკისთვის, მესმის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში „ვიღაც თუ შევა, საკუთარ თავზე აგოს პასუხი, თითი არ დაეჭიროს შემთხვევით [ღილაკზე].

„ეჭვი არავისზე მაქვს, რადგანაც ოპოზიციაში ეჭვზე, დაძაბულობაზე და სისუსტეზე ლაპარაკი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს კანონი, ბუნებრივია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არ ეხმარება დემოკრატიას და პირიქით, აძლიერებს ავტოკრატიას.

„აქციაზე კარვის დანიშნულება არის ის, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი ზამთარში ქუჩაში არ გაიყინოს, სხვა ამოცანა და დანიშნულება კარავს არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სხვა შინაარსი მისცეს, ეს არ ეხმარება ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მეტიც, ეს რომ ვენეციის კომისაში გაგვეგზავნა არაპროპორციულ, არათანაზომად შეზღუდვად შეაფასებდა ვენეციის კომისია, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ვეტოს, მას „ქართული ოცნება“ დაძლევს, მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს, ერთი იქნება გადაწყვეტილება, დანარჩენები პულტზე ხელის დამჭერები არიან, უბრალოდ, იქ, საღი აზრის ლოგიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა