მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

თეონა აქუბარდია - შესაძლებელია, „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოიფარგლოს და იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში აღარ გააგრძელოს

07.10.2023 ნახვები: 530

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შესაძლოა პარლამენტში აღარ გააგრძელოს და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოიფარგლოს.

აქუბარდიას განმარტებით, ამ მოსაზრებას ამტკიცებს ისიც, რომ გრანადაში შეხვედრებზე როგორც ჩანს პრემიერ ღარიბაშვილს მკაცრად აუხსნეს იმპიჩმენტის პროცესის უარყოფითი გავლენა ევროინტეგრაციის პროცესზე.

გარდა ამისა, აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ არ მოინდომებს არც რეპუტაციის დაზიანებას და პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნა სწორედ ირაკლი კობახიძის პირადი იქნება.

„მას შემდეგ რაც პრემიერი ღარიბაშვილი გამოდგა და შეურაცხმყოფელი ტონით მჩაგვრელობაზე ისაუბრა ევროკავშირის და თქვა, რომ მან მიიღო დაპირება სტატუსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად საპირწონე განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის, შარლ მიშელისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, როდესაც საქართველოს მოუწოდებენ რეფორმების განხორციელებისკენ.

რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმები არ არის შესრულებული, არ არის დაკმაყოფილებული და ამას სჭირდება მუშაობა. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე პრემიერის ბოდიშებს. ცდილობს, აუხსნას ევროკავშირის ლიდერებს, თუ რასთან აქვს საერთო საქმე საქართველოს სახით ევროკავშირს და ამ მოცემულობაში, მთელი ეს პროცესი არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, საბოტაჟი აუწიონ ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ვალდებულები არიან ყველა ღონე იხმარონ ამისთვის. პრემიერის განცხადებები უფრო არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და კიდევ უფრო ანტიდასავლური რიტორიკის მატარებელი, ვიდრე ეს აქამდე იყო. მე ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ სიტუაცია შეიცვალოს, გამომდინარე პრემიერის ბოდიშებიდან იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. მას მოუწია თავის მართლება, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ევროკავშირის სხვა ლიდერ ქვეყნებთან. შესაძლებელია, „ქართული ოცნება“ ეცადოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოიფარგლოს და საერთოდ არ შემოიტანოს ის პარლამენტში, რადგანაც მან იცის, რომ საკმარისი ხმები პარლამენტში მას არ ეყოფა. ამიტომ, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს კიდევ ერთი ბერკეტი ხელისუფლების მხრიდან, „მოათვინიეროს ურჩი პრეზიდენტი“, რაც აღარ მგონია რომ გამოუვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოძრაობები შეინიშნება ამ კუთხით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მხოლოდ პროპაგანდისთვის გამოყენებული და საერთოდ შეიძლება პარლამენტშიც კი არ ვიხილოთ იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც მარცხისთვის არის განწირული. მოცემულობაში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ მკაცრად უთხრეს, როგორც ჩანს, რომ იმპიჩმენტის პროცესი აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, მოცემულობაში, როდესაც, მე მაინც არ მგონია, რომ 12 დეპუტატი „ქართული ოცნების“ მომხრე იყოს ამ პარლამენტში ამ გადაწყვეტილებაზე, მე ვფიქრობ, რომ ტაქტიკური უკუსვლა იქნება იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, არ მოხდეს ირაკლი კობახიძის ამ მცდარი ტაქტიკის სრული გაცამტვერება, იმიტომ, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნა, არის ირაკლი კობახიძის პირადი კრახი“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა