თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

„ჰამასი“ - ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებების შანსი ამჟამად არ არსებობს

ნახვები: 564 „ჰამასი“ - ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებების შანსი ამჟამად არ არსებობს

“ჰამასი” ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კატარში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის წევრმა განაცხადა.

”სამხედრო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ, ამჟამად არ არსებობს მოლაპარაკების შანსი ტყვეების გაცვლაზე, ან სხვა საკითხზე, ჩვენი მისიაა ახლა ყველა ღონე გამოვიყენოთ, რათა არ გაგრძელდეს ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტა,“ - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა ჰუსამ ბადრანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარი „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და კატარის პრემიერ-მინისტრი კვირას „ჰამასის“ ლიდერებსაც შეხვდა.

ამასთან, "ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით დაიმუქრა. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , - განაცხადა ერთ-ერთი სამხედრო ფრთის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა