დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - მივაღწევთ ყველა გვირაბს, „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, ვიდრე „ჰამასს“ არ გავანადგურებთ

ნახვები: 518 ისრაელის თავდაცვის მინისტრი - მივაღწევთ ყველა გვირაბს, „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, ვიდრე „ჰამასს“ არ გავანადგურებთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას ისრაელში.

”ეს ომი არის ომი სინათლისა და სიბნელის შვილებს შორის”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელის არმია არ დაასრულებს მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებს.

„ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

”ეს იქნება ძლიერი ომი, ეს იქნება სასიკვდილო ომი, ეს იქნება ზუსტი ომი და ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას”, - დასძინა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა