ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ნახვები: 528 საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირებაა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.

„არ ვართ ჩვენ საკამათოდ მოსული. მინდა პოლიციას გავაგებინო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელშიც გვიკრძალავენ მშვიდად გადავადგილდეთ. ჩვენ თქვენთან საჩხუბრად არ ვართ ჩამოსულები“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ქვებს ესვრიან.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი ცდილობენ, მხარეები ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა