კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში

ნახვები: 550 შალვა პაპუაშვილი - ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში

მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის, ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა, ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) სესიაზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიის მონაწილე ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას.

,,ერთი მხრივ, მინდა კოლეგებს მადლობა გადავუხადო და მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. ამას გარდა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რაც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით, შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე, საუბარი მექნება იმ
შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას გააჩნია - ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი, რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება დეზინფორმაციას გაუმკლავდეს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა