ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით მეორე რეიდი განახორციელა

ნახვები: 557 ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით მეორე რეიდი განახორციელა

ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს.

მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა