ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

„თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ - CIIC ახალი პროექტი ამ წუთებში მიმდინარეობს

ნახვები: 541 „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ - CIIC ახალი პროექტი ამ წუთებში მიმდინარეობს

ამ წუთებში,  სასტუმრო ჰილტონში „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ აწყობს შეხვედრას თემაზე: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი-CIIC იწყებს პროექტს „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“.

პროექტში მონაწილოებას, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები იღებენ. 

პროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ სუბიექტებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საკითხში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების სწორად გააზრებასა და კვლაფიციური ხედვების ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებსა და საექსპერტო საზოგადოებას შორის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, თვითმმართველობის, სასამართლო და საარჩევნო სისტემის, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, რელიგიის პოლიტიკის და სახელწიფოს მართვის სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი დისკუსიათა ანალიზის შედეგებს სარეკომენდაციო სახით გადასცემს პოლიტიკურ სუბიექტებს საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების მიზნით.

შეხვედრის თემაა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში - შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი. შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო პარტიების ლიდერები, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა