პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მიხეილ სარჯველაძე - ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

ნახვები: 507 მიხეილ სარჯველაძე - ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ევროპაში კარგად იქნა აღქმული შარშან დაშვებული შეცდომის ფასი და ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველოს მიმართულებით გაფართოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა, რომ ყველა პირობა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, რათა ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციამ კი მთელი ძალისხმევა ამ პროცესისთვის ხელის შეშლას მოახმარა.

„ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეშლოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან, ახლაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესში არის უბრალოდ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამის მიზანი, სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს, ამის ინტერესი აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი სურვილია, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, რომ ეს შემდეგ გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტებად, ბრალდებებად და ამით შეეცადონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამკლავება. ეს არის მთელი ამოცანა, რომელიც დაისახა ოპოზიციამ იმ დღიდან, როდესაც 12 რეკომენდაციას გამოუცხადა ბოიკოტი. სინამდვილეში, ეს იყო ქვეყნის საბოტაჟი. ყველა, ვინც ამ დებულების მომხრეა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს, არის ის ხალხი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესზე მაღლა, დგას სრულიად სხვა ინტერესი, ვიწროპარტიული ინტერესი, იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია თუ მაგალითად ბატონი კუბილიუსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების დასამარცხებლად. არ ვიცი რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს. მას განსხვავებული შეხედულება კი არ აქვს ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით, არამედ ის ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მიეწეროს რაიმე დამსახურება. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ რიტორიკაში ასეთი ცნებების შემოტანა როგორიც არის -„ხალხი იმსახურებს“, ეს აჩენს სივრცეს იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მთლიანობაში არ იმსახურებს.

ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ დამსახურებასაც, ვგულისხმობთ იმასაც, რომ პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისითაც, ევროპაში კარგად იქნა აღქმული შარშან დაშვებული შეცდომის ფასი და ის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველოს მიმართულებით გაფართოებას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა