პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ნიკოლოზ სამხარაძე - ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე თუ მიგვიყვანს, ჯადოქრობას გავაგრძელებთ

ნახვები: 510 ნიკოლოზ სამხარაძე - ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე თუ მიგვიყვანს, ჯადოქრობას გავაგრძელებთ

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მიესალმება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთვება.

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ახალი რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ვინ შეასრულებს? – რა თქმა უნდა, მთავრობა და ხელისუფლება.

კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ – ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა