ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო

ნახვები: 522 ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო.

„მესმის, რომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია იმით, რასაც იქ ხედავენ. ძალადობა, სიძულვილი, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ისეთი შემთხვევები, როგორიც კონკორდიას უნივერსიტეტში ვნახეთ, ან ღამით ებრაულ სკოლებში მომხდარი სროლები – ეს ყველაფერი მიუღებელია“, – განაცხადა ტრუდომ.

კანადის პოლიციის ცნობით, მონრეალში ორ ებრაულ სკოლაში ღამით მომხდარ სროლაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც მედია წერს, კონკორდიას უნივერსიტეტში შელაპარაკება ისრაელსა და ღაზაში კონფლიქტის დაპირისპირებულ მხარეებთან კავშირში მყოფ პირებს შორის მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და რამდენიმე კი პოლიციამ დააკავა.

ამასთან, ტორონტოში პოლიციამ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებები ორჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა