ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ევროპარლამენტის რეზოლუცია - ევროკავშირმა უნდა შეიმუშაონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი

ნახვები: 541 ევროპარლამენტის რეზოლუცია - ევროკავშირმა უნდა შეიმუშაონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობის შესახებ“, რომელშიც იგი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების უფრო მკაცრად აღსრულებას.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველობა და ამ მიზნით, შექმნან ცენტრალიზებული ორგანო, ევროკავშირის დონეზე და შეიმუშაონ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი.

ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების აღსრულებაზე, სათანადოდ დახუროს ევროკავშირის ბაზარი რუსული წარმოშობის წიაღისეული საწვავისთვის და დაუწესოს სანქციები რუსეთის ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, "გაზპრომბანკს", მათ შვილობილ კომპანიებს, საბჭოებსა და მენეჯმენტს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა იმუშაოს „დიდ შვიდეულთან“ ერთად, იმისთვის, რომ არსებითად შეამცირონ ფასების ზედა ზღვარი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დააწესონ სრული აკრძალვა რუსული თხევადი გაზის იმპორტზე და ასევე სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, თუ ეს პროდუქცია რუსული ნავთობით იწარმოებოდა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააფართოონ სანქციები, რათა მოიცავდეს სრულ აკრძალვას რუსული წარმოშობის ან რუსეთის მიერ ევროკავშირში რეექსპორტირებული ბრილიანტებით ვაჭრობაზე. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს სამართლებრივი გზები, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინის აღდგენისთვის მათი გამოყენების საშუალებას შექმნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა