დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ევროკავშირის სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ნახვები: 518 პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ევროკავშირის სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელწმიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელცმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს ასევე სურს, იხილოს წინსვლა იმ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკომისიამ დასახა.

„როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია მომავალ საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრის მიერ. ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა, რომელიც 14-15 დეკმებრს გაიმართება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, ცხრა ნაბიჯიც დასახა. ჩვენ მათ ვუწოდებთ ნაბიჯებს. ჩვენ ვნახავთ, წევრი სახელმწიფოები ასევე დაადასტურებენ თუ არა ამ ცხრა ნაბიჯს. ზოგიერთი ამ ცხრა ნაბიჯიდან ძალიან ნაცნობია, რადგან არსებული 12 რეკომენდაციიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების ფაზაშია, არის სამუშაო პროგრესი, ზოგიერთი ნაბიჯი კი ახალია, მაგალითად, როგორებიცაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უცხო ინფორმაციის მანიპულაციასთან ბრძოლა, მომდევნო არჩევნების საკითხი. საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ შეკითხვა ასეთია, რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი – ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვნახოთ პროგრესი ყველა მათგანთან მიმართებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ისურვებდა, რომ ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი იხილოს და სამუშაოებში ყველა მხარე ჩაერთოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა დაცდა, არამედ დარწმუნება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ცხრა ნაბიჯის შესრულება და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველა მხარე საკუთარ როლს ასრულებს, მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია – კონსტრუქციული და ვნახოთ ისეთი პროგრესი, როგორიც შესაძლებელია, რათა საქართველო ძალიან სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს, შემდეგ კი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა