ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არ ირიცხება

ნახვები: 536 ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არ ირიცხება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება.

ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

"არ ირიცხება, არ ირიცხება, რავიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "მიხეილ სააკაშივლისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ გაამოაქვეყნა. ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მანიფესტს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მანიფესტის მიუხედავად, ვინც გააგრძელებდა იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის პარტიის გარეთ დარჩებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა