ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

პროკურატურის სისტემაში პირველი, მეორე და მესამე რანგი წესდება

ნახვები: 541 პროკურატურის სისტემაში პირველი, მეორე და მესამე რანგი წესდება

პროკურატურის სისტემაში პირველი, მეორე და მესამე რანგი წესდება. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის.

ამას “პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის მიხედვით, რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

ამავე ცვლილებებით, პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.

ასევე განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.

გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, მათ შორის წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი შეუნარჩუნდება. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა