რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - უცნაური ადამიანი ვარ

ნახვები: 513 ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - უცნაური ადამიანი ვარ

„უცნაური ადამიანი ვარ. მე გახლდით ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ათი წლის განმავლობაში. ბებიაჩემი რუსეთიდანაა, ის მართლმადიდებელი მიგრანტი იყო, ბაბუაჩემი კი ებრაელი პოლონეთიდან, მეორე ბაბუა იყო ლუქსემბურგელი კათოლიკე და მეორე ბებია – ფრანგი ათეისტი. ჩემს თავში მაქვს ყველა ეს განსხვავებული ეთნოსი და კულტურა, რელიგია და ტოლერანტობა. ამასთან, დაქორწინებული ვარ ბელგიელ კაცზე. ამიტომ, მე ვარ ასევე გეი და ზოგიერთ თქვენს ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა, მაგრამ რომ დავუბრუნდეთ რუსულ ფესვებს, რუსეთთან კავშირებს, ბევრი თქვენგანი შოკირებული იქნება, მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან", - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დაწყება იოლია, მაგრამ ომის დასრულება აჩვენებს, როგორები არიან ლიდერები.

პუტინს ხშირად ვურეკავდი, ვსაუბრობდით, ომის დასაწყისშიც დავურეკე პრეზიდენტ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ვცადე აზრთა გაცვლა. ბუჩას შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გამოსავლის მოძიების სურვილი აღარ არსებობს. შეგიძლიათ, იყოთ შოკში, იმედგაცრუებული, მე სევდიანი ვარ, რადგან ამ საქციელით თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ავაშენეთ – კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები. ღრმად ვარ შეწუხებული, რომ ჩვენ აზრთა გაცვლაც არ შეგვიძლია. პუტინს ასევე ვუთხარი, რომ მისი უახლოესი მეგობრები ახლა არიან კიმ ჩენ ინი, ანუ ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა და ის იზოლაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობისგან. თავად პუტინი მესაუბრა რუსული ენის, ნაცისტების, პოლიტიკური ინსტრუმენტების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი მხარის ნარატივი სწორი არაა. ომის დაწყება იოლია, ომის დასრულება აჩვენებს, როგორები არიან ლიდერები. არასდროს არის გვიან, დაინახო, რომ დიდი შეცდომა დაუშვით. გული მწყდება, რომ ომის დასაწყისში ვცადე თქვენთან კონტაქტი. მინდა, გითხრათ, რომ ვერ დავრჩები აქ ლავროვის პასუხის მოსასმენად, მაგრამ შეჩერდით. ნუ აკეთებთ რაღაცას, რასაც ახსნა, მიზეზი არ აქვს. დამიჯერეთ, ძალა არ არის იმის საჩვენებლად, რომ უფრო ძლიერი ხარ, არამედ იმისთვისაა, რომ მილიონობით ადამიანის ტანჯვა დაასრულოთ“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა