ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად საკუთარი პარტიის კრიტიკა არ იქცეს

ნახვები: 531 თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად საკუთარი პარტიის კრიტიკა არ იქცეს

მნიშვნელოვანია, შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად საკუთარი პარტიის კრიტიკა არ იქცეს, თუ ამგვარი შეუთავსებლობა გაქვს, პოლიტიკური საქმიანობა სხვა პარტიიდან უნდა გააგრძელო - იმედია, საბოლოო მიზანში, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაა, ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვნახავთ,- ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დღეებში პარტიის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

მისივე თქმით, ეს თემა ამოწურულია და პარტია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. რაც შეეხება მელიას, ბოკუჩავას თქმით, მან თავად დაიყენა თავი პარტიის მიღმა და სხვა პოლიტიკური გზა აირჩია.

„ეს თემა ჩემთვის ამოწურულია, სრულიად არასერიოზულია გამუდმებით კონფიგურაციებზე, არჩევნებზე, ფორმატებზე საუბარი მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა მოემზადოს გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის 2024 წელს. ამას ვაპირებთ სწორედ. ვისურვებდი და ვიმედოვნებ, რომ ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან სულ ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა ჩვენი პარტიის, ან რომელიმე სხვა პარტიის, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედი, გავაგრძელებთ თუ არა სვლას ევროპული გზით, რაც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

არაერთხელ მქონია განსხვავებული აზრი, მათ შორის, დამიფიქსირებია საჯაროდ, თუმცა, მნიშვნელოვანია შენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად საკუთარი პარტიის კრიტიკა არ იქცეს, თუ ამგვარი შეუთავსებლობა გაქვს, შენი პოლიტიკური საქმიანობა უნდა გააგრძელო სხვა პარტიიდან.

თითოეული ადამიანის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, განსაკუთრებით, ადამიანების, რომლებიც მრავალი წელია იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სწორედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, როგორც პარტიის ღირსეული წევრები, მაგრამ მათ თუ ამ ეტაპზე მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად აირჩიეს ამავე პარტიის კრიტიკა, მიუღებლობა იმ გაერთიანების, რეინტეგრაციის და კონსოლიდაციის რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი გვთავაზობს, არსებობს სხვა პოლიტიკური გზა, სხვა პოლიტიკური არჩევანი და მე იმედი მაქვს, საბოლოო დიდ მიზანში, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაა, ვნახავთ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა