დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რომან გოცირიძე - უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს

ნახვები: 518 რომან გოცირიძე - უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს

შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია - ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი, გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ორბანი რამდენიმე მილიარდის მიღებას ევროკავშირისგან შეძლებს და საკითხი დაბლოკილი არ იქნება.

„უნგრეთი უკიდურესად ამაზრზენად იქცევა, ვაჭრობს ფაქტობრივად. ორბანი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა როგორც უნგრელი ლუკაშენკო, რომელიც არის გამომძალველი და თავის ხრიკებით უნდა ის გაყინული ფული, რომელსაც ევროკავშირი უნგრეთს იმის გამო არ აძლევს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნორმები ირღვევა და ახლა ფაქტობრივად აშანტჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხით.

ბუნებრივია, ამ საკითხის გადადება უნგრეთის მოთხოვნით, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, გამოიწვევს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას ყველა იმ ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის საკითხიც ახლა უნდა განხილულიყო, მაგრამ ვიცით რა, ორბანის ვირეშმაკობა, მისი განცხადებები, რომ საფრანგეთში მოლაპარაკებებს დაიწყებს, საუბარია, რომ ზელენსკისაც შეიძლება შეხვდეს და ა.შ. როგორც ყოველთვის რაღაცას ბოლო მომენტში გამოსტყუებს ხოლმე ევროკავშირს და შემდეგ იცვლის პოზიციას, პირადად ჩემი აზრია, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. თუმცა, მან რამდენჯერმე დაბლოკა რუსეთის სანქციების ის ნაწილი, რომელიც მის ინტერესებში შედიოდა, მაგალითად მე-12 პაკეტში უნდა ყოფილიყო აკრძალვა ატომური სადგურებისთვის საჭირო ნედლეულის შესყიდვაზე ევროკავშირში და უნგრეთმა ამას დაადო ვეტო. მისი გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა ეხმარება რუსეთს და ის შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს.

შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი. გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, მაგრამ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორბანის მორიგი ასეთი თაღლითური მცდელობები დამთავრდება ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდის წაგლეჯით და ორბანი ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის გაწევრიანების პროცესს, რაც ბუნებრივია მთელი პაკეტის განხილვის საფუძველი გახდება 15 დეკემბერს ევროკავშირში“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა