ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ლევან ხაბეიშვილი - ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება

ნახვები: 588 ლევან ხაბეიშვილი - ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება

ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.

„კალაძე ამბობდა, რომ „თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი, თუ არ გვაძლევენ არ გვაინტერესებს“ - აი ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირს და ევროკავშირის კანდიდატი სტატუსს. შესაბამისად, ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე. შესაბამისად, ცხადია, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება. ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა