დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day

ხვიჩა კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „კალიარი“ დაამარცხა

ნახვები: 517 ხვიჩა კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „კალიარი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშით „ნაპოლიმ“ „კალიარი“ 2:1 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,  30 წუთით გვიან დაიწყო. ძლიერი ქარის გამო სტადიონის შესასვლელების გახსნა დაგვიანდა და გულშემატკივარი ტრიბუნაზე დროულად ვერ შევიდა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და კლაუდიო რანიერის გაწვრთნილი „კალიარის“ კართან პირველი სახიფათო მომენტი ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოთი სცადა. შემდეგ შეტევა გაამწვავა, მაგრამ ოსიმენს კარის წინ ზუსტად ვერ მიაწოდა ბურთი, ტაიმის ბოლოს კი ედოარდო გოლდანიგამ მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ხვიჩამ თამაშის გაგრძელება შეძლო.

69-ე წუთზე, ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე ბურთი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ მარიო რუის გააყოლა, რომლის გადაცემითაც აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა. მაგრამ სულ რაღაც სამ წუთში „კალიარიმ“ ლეონარდო პავოლეტის გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.

75-ე წუთზე კი თავი თავად ხვიჩამ გამოიჩინა – მთავარი როლი ისევ ვიქტორ ოსიმენმა ითამაშა, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საჯარიმოში ხვიჩა მოძებნა, რომლის ზუსტმა და ძლიერმა დარტყმამ ნეაპოლელები ისევ დააწინაურა – 2:1. ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში 16 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ „კალიარისთან“ მატჩი (2:1) შეაფასა და თქვა, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრამდე ძალიან ნერვიულობდა.

„კალიარის“ წინააღმდეგ მოგება მნიშვნელოვანი იყო, სამი ქულა გვჭირდებოდა. გამიხარდა მარიო რუის დაბრუნება, რადგან გვჭირდება მცველები, რომლებიც ფლანგის თავდამსხმელებს დაეხმარებიან. მის გარეშე კვარაცხელიას შეტევაში გაუჭირდა და ამას განიცდიდა, რადგან რუის და ოლივერას არყოფნაში სამ მეტოქეს ეჭიდავებოდა.

მატჩამდე მას ჰქონდა გაურკვევლობა. ის ნერვიულობდა და მთელი დღე მელაპარაკებოდა. ამ ბიჭებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან შარშან ჩემპიონები გახდნენ. კვარას რომ ვერ გაჰქონდა, ზეწოლა იგრძნო. ვცდილობდით, დაგვემშვიდებინა და მიხარია, რომ „კალიარისთან“ გაიტანა.

ის უკვე საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. საერთოდ, ხვიჩა განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასეც იქნება. მჯერა, დაგვიბრუნდება კვარას ის ვერსია, რომელიც შარშან ვნახეთ. თუ გუნდი დამშვიდდება, თავის ღირებულებებს დაიბრუნებს, რაც ნებისმიერ მეტოქესთან დაგვეხმარება“ – ამბობს „ნაპოლის“ მწვრთნელი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა