4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ლევან ხაბეიშვილი - შეუძლებელია, 10-დან ერთი ადამიანი გამოჰკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევებს

ნახვები: 540 ლევან ხაბეიშვილი - შეუძლებელია, 10-დან ერთი ადამიანი გამოჰკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევებს

კვლევაში საქართველოს მოქალაქეების 89 პროცენტი ამბობს, რომ გამოკვების შესაძლებლობა არ აქვს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიკვებოს, იმას შესაძლებლობა არ აქვს, ტანსაცმელი იყიდოს, მესამე კატეგორიაა, რომ მხოლოდ იკვებება და ტანსაცმელს ყიდულობს, ასეთი არის 89 პროცენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა NDI-ის კვლევასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების 89 პროცენტი ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის.

„მნიშვნელოვანია ამ კვლევაში მოყვანილი ეს კონკრეტული ციფრები. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, NDI თავადვე ამბობს, რომ 72-მა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე, ინტერვიუზე ზოგადად, 10-დან შვიდმა და უფრო მეტმა ადამიანმა უარი თქვა პოლიტიკურ გამოკითხვაზე. ამის პარალელურად ვინც დათანხმდა, ანუ 10-დან სამი, ორმა პასუხზე განაცხადა უარი. უნდა გვესმოდეს, რომ 10-დან ცხრა ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკურ გამოკითხვაში, ე.ი. ეშინია ამ ხალხს, შიში აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების. შეუძლებელია, 10-დან ერთი ადამიანი გამოჰკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო. NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევებს, მათ შორის ფანტასტიკურად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა