ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ენტონი ბლინკენი - ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება

ნახვები: 558 ენტონი ბლინკენი - ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება

ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება, რათა დანებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„თუ „ჰამასი“ ამას იზამს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. თუ „ჰამასი“ ამას იზამდა, ეს მოხდებოდა ერთი თვის, ექვსი კვირის უკან“,- განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ყველას სურს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი „ჰამასის“ დარჩენით დასრულდება, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა 7 ოქტომბრის თავიდან გამეორების, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.

„როგორ შეიძლება, რომ მოთხოვნა არ იყოს აგრესორის მიმართ და მხოლოდ მსხვერპლის მიმართ იყოს“,- განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენს ასევე ჰკითხეს ღაზის სექტორში დაღუპულების ზრდის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრძოლები „დაბალი ინტენსიურობის ფაზაში უნდა გადავიდეს“.

„ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. და როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი“, – ამბობს ბლინკენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა