პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

უკვე მესამედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2023-ის გამარჯვებულია

ნახვები: 515 უკვე მესამედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2023-ის გამარჯვებულია

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები ცნობილია. უკვე მესამედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭირვალობის მაღალ ხარისხს

„BARTA-ს კონკურსი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან გამჭვირვალე ანგარიშგება მომხმარებელთა თუ ინვესტორთა ნდობის მოპოვებისა და გამყარებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - თორნიკე ეგნატაშვილი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა