ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

გიორგი სააკაშვილი - მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის - არ უნდა დავივიწყოთ მისი ღვაწლი

ნახვები: 541 გიორგი სააკაშვილი - მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის - არ უნდა დავივიწყოთ მისი ღვაწლი

მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „ვივამედის“ კლინიკასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში ყოფნას არ იმსახურებს.

„მიშა სააკაშვილი არ იმსახურებს პატიმრობაში ყოფნას. რაც არ უნდა ილაპარაკონ და თქვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვერავინ უარყოფს, რომ სწორედ მიშა სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები, თუნდაც დღეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მოგვანიჭეს. მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი.

მე როგორც ძმამ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ჩემი სურვილია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც დამეთანხმება, რომ მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პრეტენზია გვქონდეს ძლიერ სახელმწიფოზე ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ პრეზიდენტების დაფასება ვიცით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე აყვანილი“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა