დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ანა წითლიძე - თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით უნდა, ამას ვერ შეძლებს

ნახვები: 519 ანა წითლიძე - თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით უნდა, ამას ვერ შეძლებს

თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით უნდა, ამას ვერ შეძლებს - გიორგი გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განუცხადა.

წითლიძის თქმით, როცა გახარია იმაზე საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლიერებს, უნდა ახსოვდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ციხეში სხედან და სისხლის სამართლის დევნაში არიან, „ხოლო გახარია, რომელიც პრემიერ მინისტრი იყო და 20 ივნისი მოაწყო, რომლის მიმართ არსებობს კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეზე და რომელიც მათ შორის კორუფციულ სქემებში იყო გარეული, თავისუფლად დადის და არავინ მას არაფერზე პასუხს არ სთხოვს“.

წითლიძე გახარიას მიმართავს საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე იზრუნოს.

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის გამოცდილება ვნახეთ, რომელთაც ეგონათ, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებდნენ, ამით ოპოზიციურ ველზე დაიმკვიდრებდნენ ადგილს. მოხდა პირიქით, როცა ყველა ასეთი პარტია 1%-ს ჩამოცდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არის მყარად იქ, სადაც არის.

მათი განცხადებები არის სასარგებლო იდიოტების განცხადებები, რასაც არც პოლიტიკასთან და არც სამართალთან კავშირი არ აქვს.

გახარიამ გადაწყვიტა იმ ადამიანების ხმებზე იმუშაოს, ვინც არც "ქართული ოცნების" მხარესაა და არც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. აიკიდა კომპლექსი, როცა "ქართულ ოცნებაზე" მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" აგინებს და ცდილობს იდენტობის დამკვიდრებას.

გიორგი გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ რიგ საკრებულოებში მის პარტიასთან სიტუაციური თანამშრომლობა მოგვიწია - მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას ერთად კოალიცია აქვს შექმნილი. მათ შორის ამიტომაც არის გახარია არაგულწრფელი მთელ რიგ განცხადებებში.

გახარიასთან განსხვავებით ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ასე რომ მივუდგეთ, თავად გახარიას აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა