ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა, ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს

ნახვები: 533 ბიძინა ივანიშვილი - საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა, ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.

„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.

საქართველოს ეროვნული მიზნები შესრულებულად არსებითად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა