დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ ის არასდროს არსად წასულა

ნახვები: 519 გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ ის არასდროს არსად წასულა

მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა - მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არასდროს არსად წასულა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები] საერთოდ არავინ არიან“.

„მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, ამ რეჟიმის, ანუ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა. ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა გვჭირდება და არაპოპულისტური, არაშავრაზმული პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. აბა ახლა, ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები საერთოდ არავინ არიან და რატომ ჩათვალეს ტაქტიკურად, რომ ამ ფორმით გაეკეთებინათ საპატიო თავმჯდომარის პოზიცია, არ ვიცი. არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა