ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია წლის მოთამაშეებში მეორე ადგილზე დაასახელა

ნახვები: 536 Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია წლის მოთამაშეებში მეორე ადგილზე დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2023 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა დაასახელა.

„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა საშუალოდ 7,37 ქულა მიიღო, რაც რჩეულ 11 მოთამაშეს შორის მეორე მაჩვენებელია – საუკეთესო მოთამაშედ ანალიტიკურმა პორტალმა მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი დაასახელა, რომელმაც ოდნავ უკეთესი ქულები (7,43) მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე, ასისტენტი, სეზონის ახალგაზრდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, წლის ბოლოს კი სერია A-ს საუკეთესო გოლის ჯილდოც მიიღო.

ამას გარდა, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF Awards 2023) ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო მოთამაშე, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა