ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ჯონ კირბი - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა

ნახვები: 558 ჯონ კირბი - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა

ჩრდილოეთ კორეამ ახლახან მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს“, – განაცხადა კირბიმ.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთისა და ირანის მოლაპარაკებებით ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებით.

„ამ დროისთვის ჩვენ არ გვჯერა, რომ ირანმა მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, რუსეთთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.

„ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის“, – განაცხადა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა