ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი

ნახვები: 527 ვოლოდიმირ ზელენსკი - თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი

ევროპას სჭირდება იარაღის ერთობლივი წარმოება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააფართოოს იარაღის ერთობლივი წარმოება, რადგან ეს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს თავი სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.

„ალიანსი კარგია, მაგრამ ალიანსის ნაწილების სიცოცხლისუნარიანობა არა მხოლოდ უკეთესია, არამედ ეს არის ის, რაც დაეხმარება ალიანსს, შეინარჩუნოს თანმიმდევრული, ეფექტური, გლობალური უსაფრთხოების ლიდერობა ნებისმიერ პირობებში და დაეხმარება თავდაცვისთვის ალიანსის შექმნაში. თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი – ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩეხეთთან, აშშ-სა და გერმანიასთან შესაბამის შეთანხმებებზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება თქვენდამი არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ეს გვინდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ამიტომ შვედეთთან ერთობლივი წარმოება ჩვენთვის პრიორიტეტულია. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც მე და თქვენ შევძლებთ, ვნახოთ პირველი ერთობლივი საწარმოს გახსნა უკრაინაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა