იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას შვიდი მიმართულებით ცდილობდნენ

ნახვები: 532 უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას შვიდი მიმართულებით ცდილობდნენ

რუსებმა ფრონტზე თავდასხმები გააძლიერეს და თავდასხმების რაოდენობა გაზარდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტზე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 67 სამხედრო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ერთდროულად 7 მიმართულებით ცდილობდნენ. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მახლობლად რუსების 5 თავდასხმა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნის დასახლების აღმოსავლეთით ორი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა რუსების კიდევ ორი თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ავდეევკას, სევერნისა და ტონენკოეს მახლობლად მტრის 3 თავდასხმა მოიგერიეს, დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად კი - 15 თავდასხმა“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 12 შეტევა მოიგერიეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციების გარღვევას ცდილობდნენ. ამ მიმართულებით, უკრაინელებმა რუსების შვიდი შეტევა მოიგერიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა