ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 541 სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი შემართება არის უცვლელი.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტს ყოველთვის სურს, რომ სასამართლო პროცესებზე ჩაერთოს.

„მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა არის ის, რომ ის სასამართლო პროცესზე ჩაერთოს. ვხედავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვუსმენთ ექიმებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მას აქვს ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა, მაგრამ მისი ბრძოლის შემართება არის უცვლელი და ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და "რუსულ ოცნებას",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა საზოგადოებამ ვეღარ გაიგოს.

„ქართული ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა