ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა

ნახვები: 531 პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა.

მედიის ცნობით, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაჩიეი ვასიკმა პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეს შეაფარეს თავი.

პოლიტიკოსების დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა. მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანჯეი დუდა პოლიტიკოსების დაპატიმრების შეფერხებაში დაადანაშაულა.

კამინსკი და ვასიკი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა