ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურაბ ჭიაბერაშვილი - აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში

ნახვები: 514 ზურაბ ჭიაბერაშვილი - აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში

აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილისა და ვაშაძის წერილით, „გამარჯვების კოალიცია“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას.

„ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა გახსნისთვის საჭირო პირობებში მითითებულია არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა. ამ მხრივ, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მიუკერძოებელმა შეფასებამ ბევრი პრობლემა გამოავლინა. მთავრობა აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზებას, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობით. მის, როგორც ხელისუფლების მთავარი ოპონენტის ციხეში ყოფნა არსებითად ამრუდებს საარჩევნო ველს და აზიანებს დემოკრატიულ კონკურენტულ გარემოს.

აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა მადლობა გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირის წევრობის გზაზე ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან იღებს.

„2024 წლის არჩევნები შანსია ქართველი ხალხისთვის - თუკი მას არჩევანის თავისუფალ და სამართლიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ექნება - შეცვალოს ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური მთავრობით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა გახსნისთვის საჭირო დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებს. ჩვენი გამარჯვების კოალიცია აპირებს, წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ევროპული დღის წესრიგით ჩაატაროს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. წერილის ადრესატები ასევე არიან ევროპარლამენტი, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა